საფრანგეთის ხელისუფლება  ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს

საფრანგეთის ხელისუფლება „ყვითელი ჟილეტების“ ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს, ვინაიდან ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე შენარჩუნებულია, - ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.

„სტრასბურგში განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს, რომ ტერორისტული საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ გავაძლიერებთ უსაფრთხოების ზომებს“, - განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა რადიოსადგურ Europe1-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კრისტოფ კასტანერს არ დაუზუსტებია თუ რა რაოდენობის პოლიციელები და ჟანდარმები უზრუნველყოფენ ხვალინდელი საპროტესტო აქციის უსაფრთხოებას.

„მიუხედავად დასუსტებისა, „ისლამური სახელმწიფო“ ინარჩუნებს გავლენას. ზუსტად ამიტომაც ტერორისტული საფრთხე შენარჩუნებულია. „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დაწყებიდან ერთი საათიც კი არ არის, რომ ტერაქტის საფრთხის გაცნობიერების გარეშე გამეტარებინა, ვინაიდან საპროტესტო აქციებზე უამრავი ხალხი იკრიბება“, - დასძინა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს