ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შედეგები საზოგადოებას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.

"კანდიდატების მიერ მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ხმათა 40,48% (780 680 ხმა), სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმათა 59,52% (1 147 701 ხმა). საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია სალომე ზურაბიშვილი. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამომრჩევლებს, რადგან მათ იაქტიურეს არჩევნების დღეს და უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა იყო ამომრჩევლების მხრიდან", - განაცხადა მიქელაძემ.

ანა მიქელაძე ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრების მიერ ცესკოს შემაჯამებელი სხდომის დატოვების ფაქტს.

"კომისიის წევრებს კანონმდებლობის თანახმად უფლება აქვთ, რომ კომისიის სხდომაზე გამოხატონ და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. მათ დააფიქსირეს საკუთარი აზრი და დატოვეს კომისიის სხდომა. რაც შეეხება დარღვევებს და შეფასებებს, არჩევნების თითოეული შეფასება არის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. რაც შეეხება საჩივრებს, უბანზე, ოლქში დაწერილი საჩივრები, წარმოდგენილი იყო ცესკოში, კანონმდებლობის თანახმად იქნა შესწავლილი, ასევე სასამართლოში წარდგენილ საჩივრებზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა მიქელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო