გრიგოლ გეგელია  - გამოვიდეს ირაკლი კობახიძე და იყაროს კენჭი - სავარაუდოდ 25-30 ხმა ექნება, გიორგი მარგველაშვილი კი სალომე ზურაბიშვილს მოუგებდა

პოლიტოლოგ გრიგოლ გეგელიას მოსაზრებით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „უღიმღამო პრეზიდენტი იყო“.

როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ერთადერთი დადებითი, რაც მარგველაშვილმა ქართული პოლიტიკის რეალობაში შეიტანა, არის ის, რომ საზოგადოებას მისი დამოუკიდებლობა აჩვენა.

„არსებითად, მეც იმ აზრის ვარ, რომ სრულიად უღიმღამო პრეზიდენტი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამის დამატება სჭირდება ამას, იმისთვის, რომ სამართლიანობა დავიცვათ. ერთი დიდი სიკეთე თუ შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში, იყო სწორედ ის, რომ აჩვენა - უნდა გვახსოვდეს, რომ პრეზიდენტი პირველი პირია და აჩვენა, რომ დამოუკიდებელი იყო. დამოუკიდებელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ არცერთი პარტიის დღის წესრიგს არ ატარებდა და არცერთი პოლიტიკოსის ვიწრო დღის წესრიგს არ ატარებდა, ეს ძალიან კარგია და ამავე დროს, პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულებაა. ეს ერთ-ერთი დადებითი მხარე იყო, შეიძლება, ერთადერთიც კი. სიმართლე გითხრათ, ბევრ სხვას მე ვერ ვპოულობ, თუმცა მე, მაინცდამაინც სწორი არ მგონია, რომ მარგველაშვილი ცდილობდა, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ან სტატუსი გაეზარდა. პირიქით, რომ გეთხოვა, რომ გაეზარდა, უფრო პრობლემური აღმოჩნდებოდა, რადგან ვერ გაზრდიდა, არ გაზრდიდა. მარგველაშვილს განა რეიტინგი არ შეუწყობდა ხელს, ის რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გასულიყო, მოიგებდა, სალომე ზურაბიშვილსაც მოუგებდა, რადგან ნამდვილი დამოუკიდებელი კანდიდატი თვითონ იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა არავის არ სწამს“, - განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მარგველაშვილმა არჩევნებში მეორედ კენჭისყრა იმის გამო ვერ გაბედა, რომ დაბალი რეიტინგი ჰქონდა, პოლიტოლოგის აზრით, მარგველაშვილს გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს.

„საინტერესო იქნება, კობახიძე გამოვიდეს და ცალკე იყაროს კენჭი. დაახლოებით 20-25 ხმა ექნება სავარაუდოდ და მარგველაშვილი ნამდვილად იქნებოდა მინიმუმ 400 000 ხმის მფლობელი. ირაკლი კობახიძე ჩვეულებრივი ნეო-ბოლშევიკია, რომ რასაც წინ დაუდებ და ეტყვი, რომ უნდა გაამართლოს, იმას გაამართლებს. კაცი არის კონსტიტუციონალიზმის პროფესორი, ბოლოსდაბოლოს გვახსოვდეს და წარმოიდგინეთ, კონსტიტუციის პროფესორს შეუძლია, თქვას, რომ 40%-ის მატარებელი პოლიტიკური პარტია არალეგიტიმურია. აქ რა პროფესიონალიზმზეა საუბარი?!“ , - განაცხადა გეგელიამ.

იხილეთ ვიდეო: გრიგოლ გეგელია - გიორგი მარგველაშვილი "უღიმღამო პრეზიდენტი იყო"

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს