ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ დავპირდით მწარე დამარცხებას და მწარე მარცხი იწვნიეს - რასაც ვპირდებით, ვუსრულებთ

ნიკა მელიამ გაყალბებული არჩევნები თავისკენ მოიკითხოს, –ამგვარად ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ოპოზიციის პროვოკაციები წარუმატებელი აღმოჩნდება.

„საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რაც დაადასტურა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ გვყავს არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ფიცს 16 დეკემბერს დადებს. რაც შეეხება ნიკა მელიას, გაყალბებული არჩევნები მან თავისკენ მოიკითხოს. არჩევნები ყალბდებოდა 2012 წლის ჩათლით, ყველა წელს - დაწყებული 2006 წლიდან. მათ ექნებათ პროვოკაციის მცდელობები, თუმცა განწირულია ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის ისევე, როგორც განწირული იყო მათი პროვოკაციები არჩევნებამდე. მათი პროვოკაციები მიმართული იყო იმისკენ, რომ რამენაირად მათთვის სასურველი შედეგი დაედოთ, თუმცა ჩვენ მათ დავპირდით მწარე დამარცხებას ამ არჩევნებში და მათ იწვნიეს მწარე მარცხი. რასაც ვპირდებით ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუსრულებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა