გიორგი ვაშაძე თელავში დაგეგმილ აქციაზე - არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას!

გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ აპირებს. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიცია არც ერთ შემთხვევაში დაგეგმილი ადგილის შეცვლას არ აპირებს და აქცია გაიმართება 800-წლოვან ჭადარსა და ერეკლე მეფის ძეგლს შორის მოედანზე. ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეზღუდოს მათი საპროტესტო აქცია.

"ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე იმასთან, რომ საჯარო მოხელეები კანონს არ კითხულობენ. მათ არანაირი უფლება არ აქვთ რამე აგვიკრძალონ ან დაუშვან. ჩვენი უფლებაა შევატყობინოთ და ეს გამოვიყენეთ. თელავში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, აქციას არ ვმართავთ, რათა ხელი არ შეეშალოს ღონისძიებებს. აქციას ვმართავთ იქ, სადაც არაფერია დაგეგმილი. ჩვენ სადაც დავგეგმეთ, იმ მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აქციაზე გამგზავრება მოხდება ერთად, ორგანიზებულად.

"კვირას, 16 დეკემბერს, 09:00 საათზე, შევიკრიბებით აეროპორტის ტრასაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან. ყველა ერთად, ორგანიზებულად, გავემგზავრებით თელავში. ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას და გავაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას. ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ ღონისძიებაში, შეგიძლიათ მოხვიდეთ აეროპორტის ტრასაზე და გავემგზავროთ ერთად. მსურველებს, ვისაც დამატებითი ინფორმაცია აინტერესებთ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე 211 02 45",- აღნიშნა ვაშაძემ.

რაც შეეხება ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების სიას, ვაშაძის შეფასებით, ეს ადასტურებს კითხვის ნიშნებს დასავლელ პარტნიორებში.

"ცნობილი ხდება სტუმრები, ვინც ჩამოდიან. ამ სტუმრების შემადგენლობა ძალიან კარგად აჩვენებს, რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში არჩევნებთან დაკავშირებით. მაგალითად, აშშ-დან ჩამოდის USAID-ის ვიღაც წარმომადგენელი", - აღნიშნა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ვაშაძე თელავში დაგეგმილ აქციაზე - არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას!

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო