გიორგი ვაშაძე - ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების სია ადასტურებს, რომ დასავლელ პარტნიორებს არჩევნებთან დაკავშირებით კითხვნის ნიშნები აქვთ

ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების სია ადასტურებს იმ კითხვის ნიშნებს, რაც დასავლელ პარტნიორებში არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

ცნობილი ხდება სტუმრები, ვინც ჩამოდიან. ამ სტუმრების შემადგენლობა ძალიან კარგად აჩვენებს, რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში არჩევნებთან დაკავშირებით. მაგალითად, აშშ-დან ჩამოდის USAID-ის ვიღაც წარმომადგენელი",- აღნიშნა ვაშაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ პარტნიორთა სიას აქვეყნებს.

განცხადება სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააკეთა და მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმარი გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი.

საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს სტუმრობისთვის“, - განაცხადა თოთლაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობის დასწრება მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში.

„საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ეწვევა 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ეს არ გახლავთ საბოლოო მონაცემები, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფირმაციის გაცვლა მეგობარ სახელმწიფოებთან. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს მზაობას, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის. ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ხათუნა თორთლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა