ირაკლი კობახიძე - სულ უფრო მეტი უფლებამოსილება და რესურსი უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობებთან მუშაობის გაძლიერების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მეტი უფლებამოსილება და რესურსი უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში, რაც უნდა აისახოს, საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობაზე და უკეთეს მომსახურებაზე.

„თვითმმართველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გაძლიერება და ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. მეორე ამოცანა გახლავთ ის, რომ თანდათანობით უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები და ამაზე ძალიან აქტიურად მიდის უკვე მუშაობა. მათ შორის, მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს. თანდათანობით, სულ უფრო მეტი უფლებამოსილება და ასევე, რესურსი უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში, რაც უნდა აისახოს, საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობაზე და უკეთეს მომსახურებაზე, რომელსაც მიაწვდის ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა