სალომე ზურაბიშვილი თელავში, ბატონის სასახლეში ჯარისკაცების რეპეტიციას დაესწრო

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თელავში, ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ზურაბიშვილი სამხედრო მოსამსახურეების მიერ რეპეტიციის გავლას დაესწრო. ზურაბიშვილმა ბატონის სასახლე უკვე დატოვა.

თელავში ჯარმა ინაუგურაციისთვის რეპეტიცია ცოტა ხნის წინ გაიარა. რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ჯარს მადლობა გადაუხადა.

„პირველი რეპეტიცია გვქონდა ჯართან. ჯარით ყოველთვის ამაყი და ბედნიერი ვარ და მათთან ერთად მუშაობა ჩემთვის ყოველთვის პატივია. არაერთხელ მიმუშავია და როგორც ყოველთვის, ისინი უშეცდომოდ, მთელი გულით, ღირსებითა და პატივისცემით ასრულებენ ხოლმე მათზე დაკისრებულ მოვალეობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ ჯარს“, - განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი თელავში, "ბატონის სასახლეში" ინაუგურაციისთვის გენერალურ რეპეტიციაზე ჩავიდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა