კახა კახიშვილი - ინაუგურაცია ჩაივლის ლამაზად და მშვიდად

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯები ღონისძიების გამართვის შემდეგ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და პრეზიდენტის საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა, სადაც ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმში ინაუგურაციის ღონისძიების გამართვის შემდეგ, საზეიმო მიღება თელავში, თეატრის შენობაში გაიმართება.

„აქ ბრძანდებოდა ახლად არჩეული პრეზიდენტი. ფაქტობრივად, ჩატარდა წინასაინაუგურაციო რეპეტიციაც და ვფიქრობ, ინაუგურაცია ნორმალურად ჩაივლის. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის შთაბეჭდილებებს, ალბათ, ამაზე თავად სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ. ტრიბუნები აწყობილია, ყველაფერს ვასწრებთ და ინაუგურაცია ჩაივლის ლამაზად და მშვიდად. ვერაფერს მოგახსენებთ თბილისთან დაკავშირებით, მე პასუხისმგებელი ვარ თელავში ინაუგურაციის ჩატარებაზე. თბილისის ლოკაციის ღონისძიებაში ჩვენ არ ვიყავით ჩართული. სალომე ზურაბიშვილის შტაბი იყო ამის ორგანიზებაში ჩართული. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჯერ დაზუსტებული არ არის. თქვენთან მოსვლამდე ვესაუბრე კონტრაქტორ ფირმას და ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვებზე ინაუგურაციის შემდეგ გიპასუხებთ“, - განაცხადა კახიშვილმა.

რაც შეეხება ინაუგურაციაზე სტუმრებს, როგორც კახიშვილმა აღნიშნა, სიები კიდევ დგინდება.

„სტუმრებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გვაქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება ინაუგურაციის პროცესს. შემიძლია გითხრათ, რომ იქნება სომხეთის პრეზიდენტი, ასევე რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერები და სხვა სტუმრები. იმ ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ მოსაწვევები, ღონისძიებას დაესწრებიან თელავის თეატრში. სიები მოგვაწოდა სალომე ზურაბიშვილის შტაბმა, ასევე ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კახეთის გუბერნატორს და თელავის მერს, რომ მოგვაწოდონ ეს სიები. მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლოა ბევრი ადამიანი არ დაეტიოს. მცდელობა იყო, რომ ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა ყოფილიყო. მეორე ლოკაცია იქნება საზეიმო მიღება თელავის თეატრში, ასევე ვიხილავდით წინანდალს, თუმცა წინანდალში მიღება არ იქნება. საინაუგურაციო კომისიაში წინანდლის საკითხი არ იხილება“, - განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში შევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო