პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული  სამუშაო ჯგუფი მონიტორინგის მიზნით კომპანია RMG-ში იმყოფებოდა

სს RMG Copper-ის და შპს RMG Gold-ის საწარმოებში საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა და კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრები - „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა“ იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ RMG-დან აცნობეს, ვიზიტი გარემოსდაცვითი პროგრამის მიმდინარე და განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების მონიტორინგის მიზნით შედგა.

RMG-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონი შუბითიძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2018 წლისთვის განსაზღვრული გარემოსდაცვითი ღონისძიებები კომპანიამ ფაქტობრივად შესრულა, თუმცა მომდევნო 2 წლის განმავლობაში გარემოსდაცვის მიმართულებით კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი.

„მიმდინარე წელს ჩვენი მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის და საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შევძელით. 2018 წელს გარემოსდაცვით ღონისძიებში RMG-იმ 9 000 000-მდე ლარი დახარჯა. ამ დროისათვის დასრულებულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის მდ. კაზრეთულას ინკაფსულაცია, საავარიო დამჭერი კასკადების მშენებლობა, სპილენძის კუდსაცავის სადრენაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობა. დაწყებულია მუშაობა ტუფის კარიერის რეკულტივაციაზე“,- განაცხადა ჯონი შუბითიძემ.

RMG-ს ინფორმაციით, მხარეებმა საწარმოო ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში აშენებული მჟავე კარიერული წყლის მარეგულირებელი რეზერვუარი, ტუფის კარიერის რეკულტივაციის პროცესი და საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილი ნარჩენების მართვის უბანი მოინახულეს. ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია სს RMG Copper-ის ტერიტორიაზე მდებარე მე-2 და მე-4 პრობლემური სანაყაროების შესახებ, რომლის დატერასების პროცესი მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, შპს RMG Gold-ის #1 კარიერზე კომპანიის ექსპრეს ლაბორატორიის მეშვეობით ზუმფის წყლის ლაბორატორიული სინჯების აიღეს და ადგილზე შესაძლებელი კომპონენტები განისაზღვრა. წყლის ნიმუში ალტერნატიული კვლევის ჩასატარებლად საპარლამენტო კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრებს გადაეცა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო