ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორი - მიგვაჩნია, რომ სასამართლო თითოეულ ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ

ჩვენ მიგვაჩნია, რომ 18 დეკემბერს, სასამართლო ერთადერთ გადაწყვეტილებას გამოიტანს გამამტყუნებელი განაჩენის სახით და თითოეულ ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ მათთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორმა, გიორგი ოსაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები თითოეული ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა.

„ბრალდების მხარის მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლის საფუძველზეც მოცემულ საქმეზე უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი თითოეული ბრალდებულის მიმართ. პირდაპირ მტკიცებულებებში იგულისხმება პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებები, რომელებიც უტყუარად მიუთითებენ, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღები არ ყოფილა. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს დაზარალებულთა ჩვენებები, რომელთა უკანონოდ დაკავებაც მოხდა შემთხვევის ადგილზე და რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, თუ როგორ, რა ვითარებაში მოხდა მათთვის იარაღების ე.წ. ჩადება.

დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა დაფუძნებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომ არ უნდა იყოს გაზიარებული კონკრეტული მტკიცებულებები. ამ არგუმენტებთან დაკავშირებით სრულიად არარსებულ გარემოებებზე აკეთებენ აქცენტებს, რაც მოცემული საქმის განხილვისას არ გამოვლენილა. თითოეულმა მოწმემ, რომელიც დაიკითხა სასამართლოში, მისცა ის ჩვენება, რომელიც გაზიარებული უნდა იყოს. თითოეული მოწმის ჩვენება არის ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი და ქმნიან ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ 18 დეკემბერს, სასამართლო ერთადერთ გადაწყვეტილებას გამოიტანს გამამტყუნებელი განაჩენის სახით და თითოეულ ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ მათთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში“, - განაცხადა ოსაძემ.

აღნიშნულ საამეზე მოსამართლე დავით მგელიაშვილი გადაწყვეტილებას 18 დეკემბერს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს