უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა CIU-ში შეხვედრა გამართეს

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილემ სტრატეგიული განვითარების დარგში, ნინო ჩუბინიძემ გახსნა. უზენაეს სასამართლოს წარმოადგენდნენ ანალიტიკური განყოფილების უფროსი მარინა კვაჭაძე, ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი კონსულტანტი ნათია ჯუღელი, ამავე ცენტრის თანამშრომელი თორნიკე ჭიჭინაძე და ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომელი ნიკა დათეშიძე.

მარინა კვაჭაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს გააცნო უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების საქმიანობა, ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის ქართულ ენაზე მომზადებულ ინტერფეისზე, ასევე იმ უახლეს სასამართლო საქმეებზე, რომლებიც მიღებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ.

შეხვედრაზე ნათია ჯუღელმა წარადგინა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ეხება ეროვნულ სასამართლო გადაწყვეტილებებში დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების საკითხებს. მან ვრცლად ისაუბრა სასამართლოების მიერ ამგვარი კატეგორიის დავების განხილვის თავისებურებებზე.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ისაუბრა ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომელმა ნიკა დათეშიძემ, რომელმაც მიმოიხილა მოცემულ თემატიკაზე როგორც ევროპული სასამართლოს პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეები.

მათი ინფორმაციით, განხილულ იქნა აგრეთვე დისკრიმინაციული მოპყრობის ცნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით და ის სტანდარტები, რომლებიც დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს