თბილისი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართება თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ორდღიან კონფერენციას, საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მასპინძლობს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციას გახსნიან და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მენიე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი, ვინაი პატრიკ სალდანჰა.

კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი მარიამ ჯაში გამოვა მოხსენებით თემაზე: „TISIFF 2015 რეკომენდაციები და TISIFF 2018 ფორუმის მოსალოდნელი შედეგები“.

ამასთან, ფორუმის ფარგლებში ჩატარდება 5 პლენარული და 4 პარალელური სესია. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი - ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის და სხვა.

ფორუმის ფარგლებში შემუშავდება TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით წარედგინება გაეროს გენერალური მდივნის აპარატს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 150 დელეგატი, მათ შორის იქნებიან 17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს