ზაზა ბაქრაძე - ზურაბ მიქაძემ განაცხადა, რომ თითქოს, ცრუ ჩვენება რაღაცის სანაცვლოდ მივეცი, ეს სრული აბსურდია

თავდასხმას განვიცდი 23 მარტიდან. ის, რაც ბატონმა ზურაბ მიქაძემ განაცხადა, რომ თითქოს, ცრუ ჩვენება რაღაცის სანაცვლოდ მივეცი, ეს სრული აბსურდია, - აღნიშნულის შესახებ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვაში ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ზაზა ბაქრაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მას აღიარებითი ჩვენება საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ არ მიუცია და აქვე დასძენს, რომ აღნიშნული შეთანხმების მოთხოვნის უფლება კანონით აქვს მინიჭებული. ის ასევე გამოეხმაურა სასამართლო სხდომაზე მასსა და დავით იაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც იაშვილმა განაცხადა, რომ ბაქრაძე მასზე გაბრაზებულია, რადგან თავის დროზე, ვაკის პოლიციაში მისი ადგილი დაიკავა.

„საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთი კვირის წინ არის განცხადება შეტანილი. ეს არის ჩემი, როგორც ბრალდებულის კანონიერი უფლება.

იაშვილზე საერთოდ ვერაფერს ვიტყვი, კარგი იქნება, ის ალკოჰოლური სიმთვრალიდან თუ გამოვა, შემდეგ შეიძლება მასთან საუბარი. მე მახსოვს ერთი ფაქტი, როცა იაშვილი უმუშევარი დადიოდა და მე ის შემეცოდა და დავნიშნე სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილედ ვაკის რაიონში. ის ჩემ ადგილს ვერასდროს დაიკავებდა. იაშვილს ამხელა არც გამოცდილება აქვს და არც პროფესიონალიზმი“, - აცხადებს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო