საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაცვის შუამდგომლობით ჩატარებული ჩხრეკა - ამოღების შედეგად მოპოვებული მტიცებულებების პირველადი დათვალიერება დაცვის მხარესაც შეეძლება

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარებული ჩხრეკა - ამოღების შედეგად მოპოვებული მტიცებულებების პირველადი დათვალიერება დაცვის მხარესაც შეეძლება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა განაცხადა, სადაო ნორმის გაუქმებამდე დაცვის მხარეს ამის უფლება არ ჰქონდა და მტიცებულებებს ჯერ ბრალდების მხარე ანუ პროკურატურა ეცნობოდა. გიორგი სულხანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიიჩნია, რომ ეს წესი ეწინააღმდეგებოდა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

„სასამართლომ თქვა, რომ შესაძლოა არსებობდეს ისეთი მტკიცებულება, რომელიც ვარგისია მხოლოდ ერთჯერადი დათვალიერებისთვის. არასებობს რისკი მისი განადგურების ან გამოლევის. ამიტომაც, ეს წესი არათანაბარ პირობებში აყენებდა მხარეებს, შესაბამისად ის უგულებელყოფდა დაცვის მხარის ინტერესებს,"- განაცხადა გიორგი სულხანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო