კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით პროკურატურის მისაღებში მათ შიმშილობა დაიწყეს. მათთან ერთად იმყოფება მათი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

ჟურნალისტებთან საუბრისას კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ 31 დეკემბერს გადის ვადა აღნიშნულ საქმეს. მანამდე დარჩენილია ორი კვირა და ისინი მოითხოვენ პროკურატურისგან ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ ეს საქმე თავის დროზე შეისწავლა და ათეულობით პირი გამოიკვეთა, რომელთა დაკითხვასაც ისინი ითხოვდნენ, თუმცა ყველა მათგანი დღემდე დაკითხული არ არის.

„ახლოვდება 31 დეკემბერი, როდესაც ამ საქმეს ხანდაზმულობის ვადა გასდის და ამ საქმის გამოძიება როგორმე უნდა გაგრძელდეს. ორგანულ კანონში საჭიროა ცვლილების შეტანა ან კიდევ ერთი ვარიანტია, ვიღაცის მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. სხვაგვარად ეს საქმე დაიხურება და ყველა მოტყუებული დარჩება.

2011 წელს პარლამენტში შექმნილმა კომისიამ დაასრულა ამ საქმის შესწავლა და დოკუმენტი დავდეთ, რომელიც საქართველოს პროკურატურას გადავეცით. სხვათა შორის, საქართველოში ხელისუფლებებმა გაწელეს ეს საქმე და დღევანდელმა ხელისუფლებამ განსაკუთრებით. აქამდე მოიყვანეს საქმე. ჩვენ მათ გადავეცით 48 კაციანი სია, რომელიც თან დავურთეთ 370- გვერდიან დოკუმენტს, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მისივე თქმით, დასაკითხ პირთა შორის იყვნენ მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკითხული არ არიან.

კონსტანტინე გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ გარკვეული დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართონ.

იხილეთ ვიდეო: ჟინვალში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკის გავრცელებას ინტერნეტის საშუალებით გეგმავდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა