პროკურატურა - კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა  პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მათ პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის უშუალო გამომძიებელთან და პროკურორთან, ასევე საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა თავდაპირველად გამოთქმული თანხმობის მიუხედავად, ისინი შეხვედრაზე აღარ გამოცხადდნენ.

პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ასევე მისი ძმისთვის და მათი ინტერესების დამცველისთვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაცნობას გეგმავდა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით პროკურატურის მისაღებში მათ შიმშილობა დაიწყეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა