სერბეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ბელგრადმა შესაძლოა, კოსოვოში ჯარი გაგზავნოს

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის მრჩევლის განცხადებით, კოსოვოს პარლამენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც ქვეყანაში ეროვნული არმიის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ბელგრადმა შესაძლოა, კოსოვოში ჯარები გაგზავნოს. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.

პრეზიდენტის მრჩევლის, ნიკოლა სელაკოვიჩის განცხადებით, ბელგრადმა, შესაძლებელია, კოსოვო ოკუპირებულ ტერიტორიად გამოაცხადოს.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა პრიშტინას ამ ნაბიჯს „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ ყველაზე პირდაპირი მუქარა“ უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აპირებს მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმის გამო, რომ კოსოვო აპირებს შექმნას რეგულარული არმია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი