მიხეილ სააკაშვილი - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი  ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რითაც არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დასწრების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

„განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასე რომ, იმ უპრეცედენტოდ დაბალი დონის წარმომადგენლობის ფონზე, რაც „ინაუგურაციაზე" ჩამოდის, მისი გამოჩენა ზუსტად აჩვენებს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოში და ვის დაკრულზე ცდილობენ აცეკვონ ქართველი ერი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ინაუგურაციაზე სარკოზის ჩამოსვლის შესახებ დასტური უკვე მიიღო.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა