პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე კამპანია „არა ბულინგს“ ფარგლებში, ბათუმში ხუთდღიანი ღონისძიებები დასრულდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის „არა ბულინგს“ დასასრულს ბათუმის ბულვარში ველომარათონი მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს,

აჭარის ველოსპორტის ფედერაციის მხარდაჭერით გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ველოსპორტის მოყვარულმა ბათუმელებმა მიიღეს.

კვირეულის ფარგლებში, დღესვე, ბათუმში არტ ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველი მაიკლ გრანტი ესწრებოდა, 6 გამარჯვებული ნამუშევარი გამოვლინდა.

პირველი, მეორე და მესამე ადგილები საჯარო სკოლის მოსწავლეების მედეა შაშიკაშვილის, ქეთი ესაძის და დათო თურმანიძის ნამუშევრებმა დაიკავეს, ხალხის რჩეული, სკოლის მოსწავლეების ლანა ცეცხლაძის, ერეკლე ცინარიძის და გიორგი მიქელაძის ერთობლივი ნამუშევრები გახდა, ხოლო ჟიურის სიმპათია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა დაიმსახურა. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები საქართველოს პროკურატურის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

კამპანია „არა ბულინგს“ 10 დეკემბერს დაიწყო. კვირეულის ფარგლებში საქართველოს შვიდ ქალაქში სხვადსხვა ღონისძიებები გაიმართა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ღონისძიებებზე, რაიონული პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის წარმომადგენლები თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ, განიხილეს ბულინგის გამოხატვის ფორმები და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა