15 დეკემბერს უკრაინაში გამაერთიანებელი კრება ეკლესიის ახალ მეთაურს აირჩევს

15 დეკემბერს კიევში, ე.წ. გამაერთიანებელი კრება გაიმართება, რომელზეც უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურს აირჩევენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

მთავარ პრეტენდენტებს შორის არიან პატრიარქის მონაცვლე ეპიფანე, ლუცკის და ვოლინის მიტროპოლიტი მიქაელი და კიევის საპატრიარქოს მეთაური ფილარეტი.

კრება კიევის სოფიის ტაძარში გაიმართება, რომელზეც მსოფლიო პატრიარქის ეგიდით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა იგეგმება.

კრებას საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი უხელმძღვანელებს.

კრებას, სავარაუდოდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სამი, ან ოთხი მღვდელმთავარი დაესწრება, კიევის საპატრიარქოდან - 40 მღვდელმთავარი.

მედია ამ არჩევნებში ფავორიტებად ეპიფანესა და მიქაელს ასახელებს.

უკრაინის საპატრიარქოს ახალი მეთაურის არჩევის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს.

იხილეთ ვიდეო: კიევის ისტორიულ კრებაზე დღეს უკრაინის გაერთიანებული ეკლესიის ახალ მეთაურს აირჩევენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო