ადა მარშანია - ირაკლი კობახიძეს ეტყობა ჩვენი ხელით უნდოდა „ნაციონალების“ ცემა

პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლო დროულად გამოეცხადებინა შესვენება, მაგრამ ეტყობა კობახიძეს ჩვენი ხელით უნდოდა „ნაციონალების“ ცემა“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა პარლამენტში ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დროულად არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები.

ამასთან, ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ გააკეთებს ყველაფერს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შემცირდეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსები.

„2020 წლამდე ყველაფერს გავაკეთებთ, საზოგადოებასთან ერთად, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შანსები. როდესაც თავხედი, ხულიგანი და არამართალი ადამიანი ზის, ნოტაციებს გვიკითხავდა და გვიყვიროდა, რომ მონები და სატელიტები ვართ ივანიშვილის, ვინ მოითმენდა ამას?! კიდევ კარგად მოითმინა ირმამ.

პარლამენტის თავმჯდომარე ნამდვილად არ ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, მას დროულად შეეძლო გამოეცხადებინა შესვენება, მაგრამ ეტყობა კობახიძეს ჩვენი ხელთ უნდოდა „ნაციონალების“ ცემა“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში ორი დღის წინ დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

იხილეთ ვიდეო: "ირაკლი კობახიძეს ეტყობა ჩვენი ხელით უნდოდა "ნაციონალების" ცემა" - ადა მარშანია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა