თორნიკე შარაშენიძე - გიორგი მარგველაშვილმა რაღაც-რაღაცეებში გამოიჩინა პრინციპულობა, მაგრამ ბოლომდე ალბათ ვერა - მგონია, მას მეტის გაკეთება შეეძლო

გიორგი მარგველაშვილმა რაღაც-რაღაცეებში გამოიჩინა პრინციპულობა, მაგრამ ბოლომდე ალბათ ვერა, – ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ექსპერტმა მარგველაშვილის უცხოეთში ვიზიტები და შეხვედრები გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, არანაირი კოორდინაციაში არ იყო მინისტრთა კაბინეტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

გიორგი მარგველაშვილმა ხასიათი ნაწილობრივ გამოავლინა. ბოლოსდაბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან ხასიათი გამოავლინა და ამით გამაოცაო. გამოავლინა და რაღაც–რაღაცეებში არ დაემორჩილა. გიორგი მარგველაშვილმა რაღაც–რაღაცეებში გამოიჩინა პრინციპულობა, მაგრამ ბოლომდე ალბათ ვერა. მგონია, მას მეტის გაკეთება შეეძლო. პრინციპში იგი მაინც თავი სინდისს უჯერებდა, რადგან მას თავისი პრინციპები, ფასეულობები აქვს. მაგალითად, როდესაც დაადო ვეტო მოსმენების შესახებ კანონს, ის თავისი პრინიპებით და სინდისიდან გამომდინარე მოქმედებდა. ჩემთვის სამწუხაროა ის, რომ მას უცხოეთში უამრავი ვიზიტი ჰქონდა, შეხვედრა უცხოელ ლიდერებთან და ეს აბსოლუტურად წყალში იყო ჩაყრილი. არ ხდებოდა არანაირი კოორდინაცია მინისტრთა კაბინეტთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მახსოვს, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ატარებდა ჟურნალისტებთან, პოლიტოლოგებთან შეხვედრებს და როდესაც ყვებოდა რა ხდებოდა საგარეო მიმართულებით, ვის შეხვდა ჯანელიძე, ვის შეხვდა კვირიკაშვილი, ერთხელაც არ ახსენებდა, ვის შეხვდა მარგველაშვილი. ის აბსოლუტურად ცალკე იყო და რეალურად მთელი ეს მის მიერ დახარჯული დროცა და ფულიც წყალში ჩაიყარა. არადა ამის გამოყენება შეიძლებოდა“, – განაცხადა შარაშენიძემ.

იხილეთ ვიდეო: "პრინციპში ის მაინც თავის სინდისს უჯერებდა" - პრეზიდენტის ხუთწლიან მმართველობას თორნიკე შარაშენიძე აფასებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო