ირაკლი კობახიძე - ჩვენ დაგვრჩა გარკვეული გამოწვევა თუ როგორ დავფაროთ 2.5 ტრილიონი დოლარის დანაკლისი, რათა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს მივაღწიოთ

საქართველოს მთავრობა, ბიზნეს წრეები, საერთაშორისო ჯგუფები თანამშრომლობენ, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვრჩა გარკვეული გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავფაროთ 2.5 ტრილიონი დოლარის დანაკლისი იმისათვის, რათა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს მივაღწიოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმზე -TISIFF 2018 სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფორუმს ესწრება ათეული ქვეყნის წარმომადგენელი, სამოქალაქო სექტორის, ბინზნესის და სამეცინიერო წრეების წარმომადგენლები.

„ეს გახლავთ ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მიერ მოწყობილი ღონისძიება, რომელიც ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს 2030 წლის დღის წესრიგისთვის. საქართველოს მთავრობა, ბიზნეს წრეები, საერთაშორისო ჯგუფები თანამშრომლობენ, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვრჩა გარკვეული გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავფაროთ 37 ტრილიონი დოლარის დანაკლისი იმისათვის, რათა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს მივაღწიოთ. ეს ფორუმი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი, რათა მოვიზიდოთ ფინანსები საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენ გვჭირდება ამისათვის ძალიან სკურპულოზურად გავზომოთ ის ფინანსები, რომელიც საჭიროა ჩვენი მიზნების მისაღწევად. წამყვანი ჯგუფი იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენი მიზნები გადაცემული იყოს გაერო-ს დეპარტამენტისთვის, რათა საქართველომ მოახდინოს თავისი გეგმების რეალიზაცია 2030-ის დღის წესრიგის რეჟიმში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძე - ჩვენ დაგვრჩა გარკვეული გამოწვევა თუ როგორ დავფაროთ 2.5 ტრილიონი დოლარის დანაკლისი, რათა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს მივაღწიოთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა