საქართველოში საკონსერვაციო შეთანხმებებს მოეწერა ხელი

საქართველოში პირველად საკონსერვაციო შეთანხმებებს ხელი მოეწერა. შეთანხმებება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების (ბუნებრივი გარემო) დაცვის მართვის პროცესში ადიგენის 4 თემის ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) პროექტის ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა (WWF) და დერცელის, მოხეს, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებს შორის შეთანხმებები გაფორმდა.

ღონისძიება გარემოსდაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

„ეკოსისტემის შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი მოდელი არის აბსოლუტურად ახლებური. ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობის წახალისება და მხარდაჭერა ხდება იმისათვის, რომ მათ სწორად ისარგებლონ შენარჩუნებული ბიომრავალფეროვანი ბუნებით და ფინანსური სარგებელიც მიიღონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკო-კორიდორების ფონდი კავკასიაში (ECF) წარმოადგენს გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც,გრძელვადიანი საკონსერვაციო ხელშეკრულებების საშუალებით, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში. პროგრამა ითვალისწინებს ე.წ ცოცხალი ლანდშაფტების შენარჩუნებას, დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნას, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვას მართვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, რაც შესაბამისად, უზრუნველყოფს მათი არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შენარჩუნებას, ან ხშირ შემთხვევაში, მის გაუმჯობესებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების დირექტორი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი, ასევე, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი თემების წარმომადგენლები.

პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის WWF-ის თანადაფინანსებით. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს „GOPA Consultants“, „DFS“ და „HessenForst“-ის კონსორციუმი.

ხელმოწერის ღონისძიება გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ) ფინანსურიმ მხარდაჭერით გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა