მამუკა ბახტაძე - გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი - ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის დაუვიწყარი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში ზამთრის სეზონი გახსნა. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება.

„ყველას გილოცავთ გუდაურში ახალი სეზონის გახსნას. გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებული იქნება. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, მათ შორის მოხდა 2 ძველი გზის რეაბილიტაციაც. სასიხარულოა, რომ ამ 6 ახალი საბაგირო გზიდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ კობი-გუდაური-სტეფანწმინდა ჩვენ ერთ კლასტერში განვავითაროთ. ეს პროექტები ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ დაახლოებით ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში, რაც იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც ყველას გვაწუხებდა წინა წლებში“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ამასთან ერთად მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

„უკვე თითქმის სრულდება წყლის რეზერვუარის პროექტიც. იცით, რომ გუდაურში უკვე დავიწყეთ და დიდ ნაწილში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვსურს, რომ გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად მუშაობდეს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ბახტაძე - გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი - ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის დაუვიწყარი იქნება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო