მამუკა ბახტაძე - გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარასა და სვანეთში ახლად ეკიპირებული პატრულის შემადგენლობა გვყავს

გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარასა და სვანეთში გვყავს ახლად ეკიპირებული პატრულის შემადგენლობა, 82 ადამიანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე გუდაურში ზამთრის სეზონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან პატრულის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ წარსული წლების გამოცდილება. წელს, პატრულში დასაქმებულ მოქალაქეებს ტრენინგი ჩაუტარდათ და საქართველოს ზამთრის ყველა კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარასა და სვანეთში გვყავს ახლად ეკიპირებული პატრულის შემადგენლობა- 82 ადამიანი. მინდა, მათ განსაკუთრებით მივესალმო და მადლობა გადავუხადო. წელს, გუდაურის კურორტს 30 წელი შეუსრულდა. 30 წლის წინ, როდესაც დაიწყო ამ კურორტის განვითარება, მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები უნდა ყოფილიყო მსოფლიოში საუკეთესო. ჩვენ ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ ამ გზავნილის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება და დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით საქართველო მართლა დაიკვიდრებს მსოფლიო რუკაზე ადგილს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა