პრეზიდენტის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი -  გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური ინაუგურაციაზე სტუმრების სიის შედგენაში ჩართული არ ყოფილა

„საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური ინაუგურაციაზე სტუმრების სიის შედგენაში არ ყოფილა ჩართული“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ჯაჯანაშვილი ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც ინაუგურაციაზე ოფიციალური მიწვევა მიიღო. სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების სია, პრეზიდენტის პროტოკოლმა შეადგინა, რასაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი არ ადასტურებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა