ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის ინაუგურაციას  სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებიც დაესწრებიან

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებიც დაესწრებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცით, ღონისძიებისთვის ყველაფერი სახელმწიფო კომისიის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის თანახმად. დღეს ჩატარდება საბოლოო რეპეტიციაა. ხვალისთვის ყველაფერი მზად იქნება. აღსანიშნავია, რომ იქნებიან მოწვეული სტუმრები, რა თქმა უნდა, იქნება ჯარი, საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი. ასევე ინაუგურაციაში მიიღებენ მონაწილეობას სამაჩაბლოში, აფხაზეთში და სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები, რომლებიც არიან დაჭრილები. ისინი როგორც სამხედრო პირები ისე დაესწრებიან ინაუგურაციას, მათთვის სპეციალური ტრიპუნაც არის გამზადებული. სხვა ყველაფერი მიმდინარეობს იმ გეგმით, რა გეგმაც არის დამტკიცებული სახელმწიფო კომისიის მიერ", - განაცადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა