მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებლებს - თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ საგანმანათლებლო სისტემაში

თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა დამსახურებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და მნიშვნელოვანი უწოდა კონფერენციას, სადაც ორი დღის განმავლობაში საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მოხდება.

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს. დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და თქვენი პროფესია უფრო მეტად იყოს დაფასებული. დღევანდელი მეექვსე კონფერენცია ეძღვნება „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს,“ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, ამასთან, გაიზარდა მასშტაბები, რადგან კონფერენციაში საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობენ“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს სახელით, სოფელ ჩიბათიდან მასწავლებელს ლადო აფხაზავას, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის ყოფნა მიულოცა, რაც მინისტრის თქმით, ძალიან საამაყოა.

სახელწოდებით „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციას ორი დღის განმავლობაში გამართავს.

„კონფერენციის მიზანს მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება და ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. მონაწილეები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბავშვების დაცვა ციფრულ სამყაროში, ღონისძიებები ბულინგისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები საინტერესო გაკვეთილისთვის და სხვა. საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს 2017 და 2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი“ პედაგოგები გააცნობენ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ დანერგვის ხელშემწყობი სახელმძღვანელოების, ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული სამტომეულის ქართული თარგმანების პრეზენტაცია“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა