თამარ ფოცხიშვილი - დღეს დაიდგება ტრიბუნა და გერბი განთავსდება

დღეს ყველაფერი დასრულება იმისთვის, რომ უკვე დაიდგას ტრიბუნა და გერბი განთავსდეს, - ამის შესახებ ინაუგურაციისთვის შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა თელავში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სცენის მოწყობის სამუშაოები გეგმურად მიმდინარეობს.

„დღეს ყველაფერი დასრულება იმისთვის, რომ უკვე დაიდგას ტრიბუნა, ფონი და განთავსდეს გერბი და რაც მთავარია, დღეს გამოიფინება დროშები“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

მისივე თქმით, კონცეფციიდან გამომდინარე ყველაფერი უნდა იყოს ბუნებრივი და ამიტომ იმ ადგილებში, სადაც ფიცის დადების ცერემონია ჩატარდება, ხელოვნურ საფარს ერიდებიან.

ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს