პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციის დაწყებამდე 25 ადამიანი დააკავეს

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციის დაწყებამდე 25 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პოლიციის პრეფექტურა ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 10 ადამიანი პარიზში, ხოლო 15 - პარიზის გარეუბანში დააკავეს.

საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში პარიზის სარკინიგზო სადგურებში კონტროლისა და პრევენციის ზომები იქნება გატარებული.

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს. აქცია ყოველ შაბათს ტარდება, რომლის დროსაც რამდენჯერმე მოხდა შეტაკება პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება.