ხვალ თელავში  უნალექო ამინდია მოსალოდნელი

თელავში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. დილის საათებში შესაძლებელია ღრუბელი და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა 7-8 გრადუსამდე გათბება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით.

„19 დეკემბერის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება და ღამით 3-8 გრადუსი სითბო იქნება, დღისით 15 გრადუსი. მთიან რაიონებში ღამე მოსალოდნელია -4; +1, დღისით 5-10 გრადუსი სითბო. მაღალმთიან რაიონებში ღამე მოსალოდნელია -7;-2 გრადუსი, დღისით კი 0-5 გრადუსი სითბო. 17-19 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 0-5 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 4-9 გრადუსი სითბო იქნება“, - განაცხადა დოდო გვზავამ.

მისივე ინფორმაციით, ყინვაა ასევე მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც.

„რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 16 დეკემბერს ღრუბლიანი ამინდი იქნება, უმეტესად უნალექოდ. ხვალ ტემპერატურა 9 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი მოსალოდნელია 1-3 გრადუსი სითბო. 17-19 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 5-7 გრადუსის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა