ზურაბ ჯაფარიძე - ავლაბრის სასახლე უნდა გაიყიდოს - პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

იგი ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თელავში, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი შეკრებისა და გამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, რომ ამ აქციის მიზანი არ არის ის, რომ რაღაც დაპირისპირება მოხდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო: ზურაბ ჯაფარიძე - პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა