ფოთში ბუნებრივი აირით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ

ფოთში, ბერდიანსკის ქუჩაზე, ბუნებრივი აირით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

“112-ის ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი, 70 წლის ქალი და 12 წლის ბავშვი. ისინი მოთავსებული არიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და შესაბამისი გამოკვლევა უტარდებათ. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია“, - აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

როგორც ,,იტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო