თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია გაიმართა

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია თემას - ინოვაციური განვითარების არსებული ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის დაეთმო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

სესიის მოდერატორის, საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, მეორე სხდომა დაეთმო წარმატებული მაგალითების წარმოდგენას, რომელ ქვეყნებშიც ეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები რეალურად არის ამუშავებული და მიმდინარეობს წყაროების მობილიზაცია იგივე გადასახადების სახით, ასევე მოქმედებს სხვადასხვა ფილანტროპული პლატფორმები გლობალურ დონეზე - როგორც რეგიონულ, ისევე ქვეყნების დონეზე.

გლობალური საბჭოს წარმომადგენელმა ლუკ ლაპონტემ სესიაზე თავისი გამოსვლა დაუთმო საკითხს - გლობალური ხედვა ინოვაციური დაფინანსებისათვის. მისი თქმით, ფინანსების მოზიდვას ინოვაციური კუთხით უდგებიან, დასახულია ფულის მოძიების ახალი გზებიც. ამასთანავე, მისივე თქმით, დიდი ძალისხმევა მიმართული არა მხოლოდ ფინანსების მოძიებაზე, არამედ ცოდნის დაგროვებისთვისაც, რომელიც ფინანსების ეფექტურ ხარჯვაზე ანალიზს ეყრდნობა.

„საჭიროა არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ადამიანური კაპიტალი - გვჭირდება თაობების, პიროვნებების გაზრდა, თუ როგორ მოიპოვონ დაფინანსება და როგორ დახარჯონ შემდეგ ის საუკეთესო ფორმითა და მიმართულებებით“, - განაცხადა ლაპონტემ.

საქართველოს სოლიდარობის ფონდის სამედიცინო განყოფილების უფროსმა ეკატერინე ფესტვენიძემ ამ კუთხით ქვეყნის განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სოლიდარობის ფონდი, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს. სოლიდარობის ფონდი ეხმარება ბავშვებს, ახალგაზრდებს მძიმე დაავადებების დაძლევაში. მისი განცხადებით, ფონდის შექმნაში და შემდეგ მის წარმატებულ ოპერირებაში, რომელმაც ასობით ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნა, უნდა აღინიშნოს ასევე მარიამ ჯაშის დიდი მცდელობა და ძალისხმევა. მან ისაუბრა სოლიდარობის ფონდის შექმნის წინაპირობებზე, მიზნებსა და შედეგებზე.

Stamp Out Poverty-ის დირექტორმა დევიდ ჰილმანმა ისაუბრა ინოვაციური განვითარების რეგიონულ გამოცდილებაზე ევროკავშირთან მიმართებაში, ხოლო UNAIDS-ის რეგიონულმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ვინი პატრიკ სალდანამ - აივ/შიდსზე რეაგირებისთვის ინოვაციურ დაფინანსებაზე.

მოხსენებების შემდეგ, სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა