შსს-ს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრმა მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჯილდოზე ქართველი პოლიციის ატაშე პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, იაროსლავ შიმჩიკმა წარადგინა. გიორგი გამსახურდიას ბრინჯაოს მედალი პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცა.

იოაჰიმ ბრუჯინსკიმ დაჯილდოვებისას გიორგი გამსახურდიას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა, მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში.

საქართველოს პოლიციის ატაშეს დაჯილდოვების ცერემონია პოლონეთის ეროვნული პოლიციის გენერალთა დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელები და ტერიტორიული დანაყოფების უფროსები დაესწრნენ.

იხილეთ ვიდეო: შსს-ს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრმა მედლით დააჯილდოვა

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა