მეზობლების ინფორმაციით, მარნეულში 70 წლამდე ქალი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად არის მოკლული

მარნეულში, სოფელ კიროვკაში ნიჯად მამედოვა, თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად არის მოკლული, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მამედოვა, სავარაუდოდ, წუხელ არის მოკლული და ცხედარი დილით ნახეს ნათესავებმა.

ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია ვის შეეძლო მოეკლა ნიჯად მამედოვა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს მისი სამძებრო ღონისძიებები.

იხილეთ ვიდეო: მეზობლების ინფორმაციით, მარნეულში 70 წლამდე ქალი თავში ბლაგვი საგნის ჩაარტყმის შედეგად არის მოკლული

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო