პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თბილისს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ეწვია

საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია, - ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის სეიმის სპიკერს ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ლიეტუვის სეიმის სპიკერი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

ვიქტორას პრანკიეტისი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მისი სპიკერობის პერიოდში გახდა ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც მიიღო ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუცია. აღსანიშნავია, რომ ვიქტორას პრანკიეტისის თაოსნობით ლიეტუვამ მიიღო დადგენილება, ლიეტუვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრებულიყო საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე დაფუძნებული სახელწოდება. ამრიგად, ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას უწოდებს.

ქ. თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თბილისს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ეწვია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა