თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია დასრულდა

თელავში ინაუგურაციის გენერლური რეპეტიცია დასრულდა. რეპეტიცია დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს გამართულ რეპეტიციას არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია.

ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფები და სპეცრაზმის წრმომადგენლები. ასევე ანსამბლები, რომლებიც ხვალ მთავარ ღონისძიებაზე ჰიმნს შეასრულებენ.

როგორც ღონისძიების რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა განაცხადა, კახური მრავალჟამიერი რამდენიმე ანსამბლის მონაწილეობით შესრულდება, მათ შორის იქნება ანსამბლი „ერისიონი“, „ქართული ხმები“ და „რუსთავი“.

საორგანიზაციო ჯგუფი ბოლო ეტაპს გადის. ცოტა ხანში ერეკლე მეფის სასახლის კარი დაიკეტება და ეზოში წითელ ხალიჩებს დააგებენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ხვალ, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებს თელავის თეატრში უმასპინძლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა