სალომე ზურაბიშვილი გმირთა მემორიალთან და მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ არჩეული პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ასევე, წმიდა ილია მართლის საფლავი მოილოცა და პატივი მიაგო მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულ ღვაწლმოსილ ადამიანებს.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს