კახა კახიშვილის განცხადებით, მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მისვლა სალომე ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო

საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მისვლა სალომე ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო. როგორც კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, დღევანდელი პროცედურები საინაუგურაციო კომისიის ორგანიზების საკითხი არ ყოფილა.

„რაც შეეხება დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ მთაწმინდის პანთეონში მისვლისა და გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის პროცედურას, გუშინაც განვაცხადე, რომ ეს არ არის საინაუგურაციო კომისიის ორგანიზების საკითხი. მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. სალომე ზურაბიშვილმა ასე გადაწყვიტა. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება, ალბათ, მის შტაბთან ერთად. კონკრეტულად ჩვენ ამ ღონისძიებაში არ ჩავრთულვართ“, - განაცხადა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. სალომე ზურაბიშვილი ასევე იმყოფებოდა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო