ხათუნა ლაგაზიძე - არ მახსენდება, რომ როდესმე ხელისუფლებას ინაუგურაციაზე კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანები მიეწვიოს, ხვალინდელი ინაუგურაცია, გამონაკლისია

არ მახსენდება, რომ როდესმე საქართველოს ხელისუფლებას ინაუგურაციაზე ან სხვა ოფიციალურ მიღება-ღონისძიებაზე კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანები მიეწვიოს, ხვალინდელი ინაუგურაცია, ამ მხრივ, გამონაკლისია, - ასე გამოეხმაურა ინაუგურაციის სტუმრების სიას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკოსების დასწრება, სწორედ რომ მისი ლეგიტიმურობის აღიარებაა.

„არ მახსენდება, რომ როდესმე საქართველოს ხელისუფლებას ინაუგურაციაზე ან სხვა ოფიციალურ მიღება-ღონისძიებაზე კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანები მიეწვიოს. ხვალინდელი ინაუგურაცია ამ მხრივ გამონაკლისია და ვინც მასზე კრიტიკულად განწყობილები მიიწვია, მინდა გითხრათ, რომ ძალიან გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. იმ პირობებში, როცა "გაერთიანებული ოპოზიცია" ხვალ საპროტესტო აქციას გეგმავს და ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკოსების დასწრება, სწორედ რომ მისი ლეგიტიმურობის აღიარება. :) ასე, რომ ვაღიარებ ამ გადაწყვეტილების ავტორის გონიერებას და მივესალმები თავად გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ლაგაზიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს