მიხეილ საააკაშვილი - გამოაცხადეს ღონისძიებები გაუქმებულიაო და მერე ეს თოჯინა პარტიზანულად მიაპარეს

გამოაცხადეს ღონისძიებები გაუქმებულიაო, მერე პარტიზანულად მიაპარეს ეს თოჯინა, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისვლას გმირთა მემორიალთან და მთაწმინდის პანთეონში.

მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა.

„ნუ დაელოდებით პოლიტიკოსებს, საქართველო თქვენ უნდა აიღოთ ხელში. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონები. მე ვიცი, რომ დღეს მემორიალთან შეიკრიბა ხალხი. „ტომი და ჯერივით“ ეთამაშებოდნენ. წარმოიდგინეთ, გამოაცხადეს გაუქმებულია ღონისძიებებიო, მერე პარტიზანულად მიაპარეს ეს თოჯინა, მერე აიყვანეს ზვიად გამსახურდიას საფლავთან, ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ლანძღავდა ზვიად გამსახურდიას და მოუწოდებდა მისი დამხობისკენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების სიას.

„თქვენ ნახეთ როგორ გააბანძეს საქართველო. შეხედეთ ამ სამარცხვინო სიას, ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ე.წ. ჩამომსვლელების სამარცხვინო სიას. ნუთუ ეს სია არაფერს არ გვეუბნება? ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩემს პირველ ინაუგურაციაზე სახელმწიფო მდივანი გამოაგზავნა, მეორე ინაუგურაციაზე ადმინისტრაციის რანგით მეორე თუ მესამე მინისტრი, ვაჭრობის მინისტრი გამოაგზავნეს, ძალიან მნიშვნელოვანი მინისტრია ამერიკაში. ამაზე უკმაყოფილება რომ გამოვთქვი ბუშთან საუბრისას, მან მაშინვე მიმიწვია თეთრ სახლში, ოფიციალური სადილი გამიმართა და ა.შ. ახლა გამოაგზავნეს ამერიკის განვითარების სააგენტოს დირექტორიც არა, წარმომადგენელი. ჩვენ ბოლომდე გაგვაბანძეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა უსამართლობაზე უნდა იყოს ხალხის რეაგირება, მათ შორის, ყველა უსამართლო ვალზე, პურის, სიგარეტის გაძვირებაზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა