სოფიო ხუნწარია - დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ყოველ წელს რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ყოველ წელს რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, წელს, რესპუბლიკის მოედანზე იქნება როგორც ნაძვის ხე, ასევე საშობაო სოფელიც.

„ძალიან საინტერესო კონცეფციაა წელს, რადგან პირველი რესპუბლიკის მოედანზე წელს ერთიანდება მთავარი ნაძვის ხე, საშობაო სოფელი და გალა-კონცერტი. ეს მიიღებს ტრადიციულ სახეს და ყოველ წელს სწორედ რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება ჩვენი მთავარი ნაძვის ხე და ასევე საშობაო სოფელიც აქ გაიმართება. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ლოკაციაა ყველასთვის, რადგან ქალაქის ცენტრია“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

შეგახსენებთ, რომ წლების მანძილზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იყო დადგმული, თუმცა, წელს თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდეს.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა