სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია  აქციის ფონზე ჩაივლის - ოპოზიცია თბილისიდან თელავის მიმართულებით უკვე დაიძრა

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები და გაერთიანების ლიდერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დაიძრნენ.

მათი განცხადებით, დღეს თელავში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 28 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მიღებულ შედეგს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, აღნიშნული აქცია იქნება მშვიდობიანი, რომელიც გამოხატავს ამომრჩევლის პოზიციას, რომ საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებითვე, ასევე მნიშვნელოვანია ძირეული ცვლილებები გატარდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოხდეს კომისიის წევრების ხელახალი დაკომპლექტება, მათ შორის თანამდებობა დატოვოს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

„ეს აქცია არის მშვიდობიანი და ჩვენ არ გავცდებით კონსტიტუციის ფარგლებს. ხელისუფლებას ამ გზით კიდევ ერთხელ ვანახებთ იმას, თუ სად დგას ქართული საზოგადოება. დღეს აქციები გაიმართება თელავში, ასევე სხვა ქალაქებში ერთი მოთხოვნით, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.

როგორც ცნობილია, 15:00 საათზე, თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს დადებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო