გომბორის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვამ  გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომლებიც თბილისიდან თელავის მიმართულებით მიემართებიან, სამართალდამცველებმა გომბორის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

აღნიშნულის გამო ავტომობილების კოლონა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული იყო. მომხდარმა ოპოზიციის მხარდამჭერებში უკმაყოფილება გამოიწვია.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერი იყო, რათა მათ გადაადგილების კუთხით პრობლემები შეექმნათ.

თავად სამართალდამცველებმა კი აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ აღნიშნულ საავტომობილო მონაკვეთზე შეზღუდვა მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში თელავის მიმართულებით გზას გურჯაანიდან აგრძელებენ. ოპოზიციის სქემა არ შეცვლილა და აქცია თელავის ცენტრში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს