სოფიო ქაცარავა -  ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობას ადასტურებს ნიკა მელია, იმედს გამოვთქვამთ, რომ არ მოაწყობს პროვოკაციას

„ნაციონალური მოძრაობის“ კონსტიტუციური უფლება აზრის და პროტესტის საჯაროდ გამოხატვასთან დაკავშირებით დაცული იქნება, თუმცა არა სხვების უფლების შეზღუდვის ან კანონის დარღვევის ხარჯზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქაცარავამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაზე პროვოკაციისგან თავს შეიკავებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია, რომელიც ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აცნობიერებს დღევანდელი დღის მნიშვნელობას და დღეს დააანონსეს მათ საპროტესტო აქცია, მათ შორის ქალაქ თელავშიც. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და განსხვავებული აზრის და პროტესტის საჯაროდ გამოხატვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამ შემთხვევაშიც მათი ეს უფლება დაცული იქნება თუმცა, არა სხვების უფლების შეზღუდვის ან კანონის დარღვევის ხარჯზე. ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან.

პრეზიდენტის ინაუგურაცია არა რომელიმე პარტიის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, შესაბამისად, ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მოწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი, ნიკა მელია. იმედს გამოვთქვამ, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც მოახერხებს გადაუხვიოს მისთვის ჩვეულ წესს, არ მოაწყოს პროვოკაცია და საჭირო არ გახდეს სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა. ეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები კანონის სრული დაცვით ყველაფერს გააკეთებენ, რომ დღევანდელმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა