ინაუგურაციაზე დასასწრებად, საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები ჩამოდიან

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრების ჩამოსვლა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის უკვე საქართველოში იმყოფებიან სომხეთის პრეზიდენტი და აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი.

საგარეო უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) სპიკერს ოგტაი ასადოვს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა.

დახვედრის ცერემონიის ფარგლებში მხარეებს შორის ხანმოკლე საუბარი შედგა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ოგტაი ასადოვს საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას და გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ოგტაი ასადოვი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თბილისსა და ბაქოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს. მიმდინარე წელს, საქართველოს პრემიერ - მინისტრის მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში,“ - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს