ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აქცია - “სალომე ზურაბიშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი“ გამართეს

სალომე ზურაბიშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი", - ამ მოწოდებით ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აქცია გამართეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მერიის წინ შეიკრიბნენ და სიმბოლურად ხახვი და კარტოფილი მიიტანეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

„დღეს თელავში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ მოქალაქეები. მათ, ვინც ვერ შეძლო აქციაზე წასვლა, შესაძლებლობა მივეცით ქუთაისშიც გამოხატონ პროტესტი. სალომე ზურაბიშვილი არაა ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან არჩევნები გაყალბდა. არ ვაღიარებთ მას, ამიტომ ვიკრიბებით და ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და პროპორციულ წესით არჩევნებს", -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ.

აქციის მონაწილეებმა მერიასთან ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებით პლაკატები „არა სალომეს " გააკრეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს